უცხ.ს.II.10. მოსწავლეს შეუძლია პრესაში გაეცნოს ყოფითი
ხასიათის, ინფორმაციულ ტექსტებს (მაგ.,
საქმიანი განცხადება, ინტერვიუ, ტელეპროგრამა და სხვა) და გაიგოს ექსპლიციტურად მოცემული ინფორმაცია.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ა)
კითხულობს და იგებს საქმიან განცხადებებს.
·
·
ამოკრებს კონკრეტულ ინფორმაციას.
ბ)
კითხულობს და იგებს ინტერვიუს,
რეპორტაჟს.
·
·
ამოიცნობს ფაქტობრივ
ინფორმაციას;
·
გ)
კითხულობს და იგებს ტელეპროგრამას.
·
ამოიცნობს პროგრამის ფორმატს (მაგ., კვირის განრიგს, გადაცემის დასათაურებას, არხების ლოგოებს);
·
ამოიცნობს
გადაცემის ტიპს;
·
·
ამოიცნობს კონკრეტულ ინფორმაციას (მონაწილე, შემსრულებელი, დღე, დრო და სხვა).
დ) კითხულობს და
იგებს დაიჯესტს:
·
ამოიცნობს თითოეული ამბის
ზოგად შინაარსს;
·
სათაურს აკავშირებს შინაარსთან. უცხ.ს.II.18. მოსწავლეს
შეუძლია შექმნას სარეკლამო ხასიათის ინფორმაციული ტექსტი (ბუკლეტი, აფიშა).
შედეგი თვალსაჩინოა, თუ
მოსწავლე:
·
განსაზღვრავს საკომუნიკაციო სიტუაციას (ავტორს, რეკლამის მიზანს, ტექსტის ფორმატს, ადრესატს);
·
იგონებს
სათაურს;
·
წერს
ილუსტრაციის კომენტარებს;
·
ლაკონურად
ადგენს ძირითად ტექსტს (ანოტაციას);
·
·
ფაქტობრივ
ინფორმაციას დაურთავს შეფასებებს. უცხ.ს.II.23. მოსწავლეს შეუძლია ინტერაქციაში მონაწილეობა.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
სვამს
და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე ( მაგ., ჩაცმულობა,
საყვარელი გმირი, ჰობი, თავისუფალი დრო, სკოლა, მეგობრები და სხვა);
·
მონაწილეობს სიმულაციურ სიტუაციებში
(მაგ., მაღაზიაში, ექიმთან, დაპატიჟება, შეხვედრის დანიშვნა და სხვა);
·
·
სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე;
·
·
პასუხობს ნასწავლი ტექსტის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე;
·
გამოხატავს ემოციებს, შეხედულებებს, განწყობილებას;
·
აფასებს
მოვლენებს, ფაქტებს, ადამიანებს;
·
უცხ.ს.II.29. მოსწავლე იჩენს ინტერესს და ავლენს ტოლერანტულ დამოკიდებულებას უცხოენოვანი
ქვეყნის კულტურისა და სოციოკულტურის თავისებურებების მიმართ.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს საზოგადოებაში ქცევის ეტიკეტს, წესებს და იცავს მათ სიმულაციური სიტუაციების
გათამაშებისას;
·
მშობლიურ ენაზე სვამს კითხვებს/ითხოვს
განმარტებას კონკრეტული სოციოკულტურული საკითხების გარშემო;
·
კორექტულად გამოთქვამს საკუთარ აზრს, შეხედულებას, დამოკიდებულებას
კულტურათა თავისებურებებზე მსჯელობისას.
No comments:
Post a Comment